თეთრი სახლი ბაიდენისა და ტრამპის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თეთრი სახლი ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.თეთრი სახლის პრესმდივანის, კარინ ჟან-პიერის თქმით, შეხვედრა იყო "გულითადი, ძალიან კეთილგანწყობილი და შინაარსიანი".
პრესმდივანმა არ ისაუბრა იმაზე თუ კონკრეტულად კითხვები წამოაყენა ტრამპმა თითქმის ორსაათიანი შეხვედრის დროს, თუმცა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბაიდენი "მოუთმენლად ელოდა შეხვედრას, უპასუხა არჩეული პრეზიდენტის ყველა კითხვას, გაუზიარა საკუთარი მოსაზრებები."
ჟან-პიერის თქმით, ბრიფინგზე გამოსვლამდე ის თავად ესაუბრა ბაიდენს ოვალურ კაბინეტში.
"გვთხოვა, გადმოგვეცა თქვენთვის, რომ არჩეული პრეზიდენტი იყო ძალიან თავაზიანი. ვფიქრობ, შეხვედრის ხანგრძლივობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ ჰქონდათ სიღრმისეული საუბარი ბევრ საკითხზე“, – განაცხადა ჟან-პიერმა.
ამასთან, 2-საათიანი აუდიენციის დასრულების შემდეგ, დონალდ ტრამპმა სატელეფონო ინტერვიუ New York Post-ს მისცა, სადაც თქვა, რომ ინაუგურაციამდე მასსა და ჯო ბაიდენს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგება.