დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის პოსტზე კონგრესმენი მეთ გეთსი დაასახელა

14.11.24 10:39
დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის პოსტზე კონგრესმენი მეთ გეთსი დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გენერალური პროკურორის პოსტზე კონგრესმენს ფლორიდის შტატიდან, მეთ გეთსს წარადგენს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„მეთი დაიცავს ჩვენს საზღვრებს, დაშლის კრიმინალურ ორგანიზაციებს და აღადგენს ამერიკელების ძლიერ შელახულ რწმენას და ნდობას იუსტიციის დეპარტამენტის მიმართ“, - აღნიშნა ტრამპმა.

გეთსი დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იქნება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში გენერალური პროკურორის პოსტზე იმსახუროს.

  • ამერიკული მედიის თანახმად, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გეცის კანდიდატურა სადავო გახდება, რადგან მის მიმართ 2020 წლიდან არსებობს ეჭვები ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციასთან სავარაუდო კავშირის, ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გამოყენების და ქრთამის აღების შესახებ.
  • იუსტიციის სამინისტრომ გამოძიების საფუძველზე უარი თქვა კონგრესმენისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენაზე, თუმცა 2021 წლიდან გეცის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომისიაში. თავად კონგრესმენი ყველა ბრალდებას უარყოფს
  • იუსტიციის მინისტრად და გენერალურ პროკურორად გეცის დანიშვას სენატის თანხმობა სჭირდება.