დონეცკის ოლქის 16 დასახლებაში ბავშვებისა და მათი მშობლების სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა

14.11.24 10:45
დონეცკის ოლქის 16 დასახლებაში ბავშვებისა და მათი მშობლების სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა

უკრაინის დონეცკის ოლქის 16 დასახლებაში ბავშვებისა და მათი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავალდებულო ევაკუაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის საკითხებზე საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე დამტკიცდა.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე შევჩენკომ განაცხადა, რომ ოქმის ხელმოწერის მომენტში მითითებულ დასახლებებში 174 ბავშვი ცხოვრობდა, რომლებიც უკვე ევაკუირებული იყვნენ. ამავდროულად, დაახლოებით 1600 ადამიანი კვლავ რჩება ამ თემებში.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ დონეცკის ოლქში კაშხლის დაზიანების შედეგად კურახოვოს წყალსაცავიდან 20 მილიონი კუბური მეტრი წყალი დაიღვარა.

მსგავსი სიახლეები