პარიზის პროკურატურა მარინ ლე პენის მიმართ 5-წლიან პატიმრობას ითხოვს
პარიზის პროკურატურამ, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ, ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე, თავისუფლების ხუთი წლის ვადით აღკვეთა, მათგან სამწლიანი პირობითი მსჯავრი მოითხოვა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკურატურა მარინ ლე პენისთვის 300 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმასაც ითხოვს.
მათივე ინფორმაციით, თუ სასამართლო ბრალდების მხარეს დაეთანხმება, 56 წლის ლე პენი 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მას იმავე ვადით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალება.
პოლიტიკოსმა ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა:„აბსოლუტურად არ მაქვს განცდა, რომ მე ჩავიდინე თუნდაც მცირე დარღვევა ან თუნდაც მცირე უკანონო ქმედება“.