ლიბანში, საჰაერო იერიშების შედეგად, "ჰეზბოლას" ორი უფროსი მეთაურია ლიკვიდირებული - IDF
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანში, საჰაერო იერიშების შედეგად, "ჰეზბოლას" ორი უფროსი მეთაურია ლიკვიდირებული.
IDF-ის ცნობით, დაღუპულები "რადვანის" ქვედანაყოფის უფროსი მეთაურები იყვნენ, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფებსა და სანაპირო ზონაში ოპერაციებს ხელმძღვანელობდნენ.