კუპიანსკი უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშაა - გენშტაბი

14.11.24 14:47
კუპიანსკი უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშაა - გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშ მოექცა. 

მისივე თქმით, ოთხშაბათს ნაშუადღევს რუსებმა კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვითი ძალების გარღვევა სცადეს და უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ოთხ ტალღად შეუტიეს.

იერიშის დროს 15 ერთეული ტექნიკა გამოიყენეს, თუმცა უკრაინულმა შენაერთებმა შეაჩერეს წინსვლა და გაანადგურეს ყველა ჯავშანტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი.

რუსმა დამპყრობლებმა კუპიანსკში ვერ შეაღწიეს. ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა“, - განუცხადა გენშტაბის სპიკერმა ანდრიი კოვალევმა Ukrinform-ს.