გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 59 დრონიდან 21 ჩამოვაგდეთ, 38 დაიკარგა - უკრაინის საჰაერო ძალები
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 59 უპილოტო საფრენი აპარატიდან, უკრაინელებმა 21 გაანადგურეს, 38 კი დაიკარგა.
საჰაერო თავდასხმა სუმის, ხარკოვის, პოლტავის, ასევე კიევის ოლქებში განხორციელდა. ცნობილი ხდება, რომ რუსეთმა დრონები კურსკის ოლქიდან გაუშვა და თავდასხმა საზენიტო სარაკეტო ჯარებმა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფებმა, უკრაინის საჰაერო და შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფებმა მოიგერიეს.