რუსეთის თავდაცვა: უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას 50-ზე მეტი დრონით შეუტია

15.11.24 10:44
რუსეთის თავდაცვა: უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას 50-ზე მეტი დრონით შეუტია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 15 ნოემბრის ღამეს რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებს 50-ზე მეტი უკრაინული დრონი დაესხა თავს.

თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში გაანადგურეს 51 უკრაინული დრონი, მათგან 36 - კრასნოდარის მხარეში. 

„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

 

მსგავსი სიახლეები