შოლცსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება

15.11.24 18:44
შოლცსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება

Deutsche Welle -ს ინფორმაციით, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონი საუბარი შედგება.

გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის, შტეფენ ჰებეშტრაიტის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტისკენ და ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.

ორი ქვეყნის ლიდერს შორს საუბარი ბოლოს 2022 წელს შედგა. 

ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ პუტინს ომის დასრულებაზე გერმანიის კანცლერთან სასაუბროდ მზად არ არის. 

 

მსგავსი სიახლეები