ტრამპის გუნდის პირობებში ომი გაცილებით მალე დასრულდება - ზელენსკი

16.11.24 00:00
ტრამპის გუნდის პირობებში ომი გაცილებით მალე დასრულდება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტრამპის გუნდის პოლიტიკის პირობებში რუსეთ-უკრაინის ომი გაცილებით მალე დასრულდება.

"ომი დასრულდება, მაგრამ ზუსტი თარიღი არ ვიცით" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლიანი მშვიდობა, რათა არ არსებობდეს გრძნობა, რომ საუკეთესოები დავკარგეთ უსამართლობისთვის, რომელიც თავს მოგვახვიეს. ომი დასრულდება, მაგრამ ზუსტი თარიღი არ ვიცით. რა თქმა უნდა, ამ გუნდის პოლიტიკის პირობებში, რომელიც ახლა თეთრ სახლს სათავეში ჩაუდგება, ომი უფრო სწრაფად დასრულდება. ეს მათი მიდგომაა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები