რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიშები მიიტანა - აფეთქებების ხმა რამდენიმე ქალაქში ისმოდა
დილით რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით ერთდროულად 45 რაკეტა გაუშვეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სტრატეგიული ბომბდამშენებიდან რაკეტების გაშვება 05:42 საათზე დაიწყო. ამის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ "კალიბრები" გაუშვა, იყო ყირიმის მხრიდან ბალისტიკური საფრთხეც.
სოციალურ ქსელში წერენ, რომ აფეთქებები ისმოდა ოდესაში, დნეპერსა და კრივოი როგში. სარაკეტო შეტევა ახლაც გრძელდება.