უკრაინას რუსეთის სიღრმეში შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების ნებართვას უკვე საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთიც აძლევენ
ამერიკის შემდეგ უკრაინას რუსეთის სიღრმეში შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების ნებართვას უკვე საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთიც აძლევენ. საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინს არ სურს მშვიდობა და არც მოლაპარაკებებისთვის არის მზად, ამიტომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს.
უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა დიდმა საჰაერო თავდასხმამ აჩვენა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არ სურს მშვიდობა და არ არის მზად მოლაპარაკებისთვის. ვერ ვხედავ მასთან დარეკვის აზრს, როგორც ეს შოლცმა გააკეთა. საფრანგეთისთვის პრიორიტეტი იყო აღჭურვა, მხარდაჭერა და დახმარება უკრაინისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. უკრაინის მოკავშირეები "უნდა დარჩენენ ერთიან დღის წესრიგში ჭეშმარიტი მშვიდობისთვის, ანუ მშვიდობა, რომელიც არ ნიშნავს უკრაინის დანებებას, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა.
The New York Times - ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას, აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი დისტანციის რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება მისცა. გამოცემა ოფიციალურ პირებს ეყრდნობა.
The New York Times-ის ცნობით, გრძელი რადიუსის იარაღი, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება რუსეთის და ჩრდილოეთი კორეის სამხედროების წინააღმდეგ, კურსკის ოლქში უკრაინის ძალების დაცვის მიზნით.
ამასთან, კიდევ ერთი გავლენიანი გამოცამა როიტერსი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პირველი იერიში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სავარაუდოდ განხორციელდება ATACMS-ის რაკეტებით, რომელთა მოქმედების რადიუსიც 306 კილომეტრამდეა.