აგრესიის მსხვერპლ უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება - სიკორსკი

18.11.24 12:37
აგრესიის მსხვერპლ უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება - სიკორსკი

აგრესიის მსხვერპლს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება - ამის აფასებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიდენის გადაწყვეტილებას, უკრაინას რუსეთის სიღრმეში აშშ-ს შორი რადიუსუსის რაკეტების გამოყენების ნებართვა მისცეს. პოლონელი მაღალჩინოსნის თქმით, "ძალა აფერხებს, სისუსტე კი აგრესორის პროვოცირებას ახდენს". 

პრეზიდენტმა ბაიდენმა უპასუხა ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ომში ჩართვას და რუსული რაკეტების მასიურ დარტყმას ვ.პუტინისთვის გასაგებ ენაზე - უკრაინის მიერ დასავლური რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნით.
აგრესიის მსხვერპლს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება.
ძალა აფერხებს, სისუსტე პროვოცირებას ახდენს, - განაცხადა სიკორსკიმ. 

The New York Times - ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას, აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი დისტანციის რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება მისცა. გამოცემა ოფიციალურ პირებს ეყრდნობა. 

The New York Times-ის ცნობით, გრძელი რადიუსის იარაღი, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება რუსეთის და ჩრდილოეთი კორეის სამხედროების წინააღმდეგ, კურსკის ოლქში უკრაინის ძალების დაცვის მიზნით.

ამასთან, კიდევ ერთი გავლენიანი გამოცამა როიტერსი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პირველი იერიში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სავარაუდოდ განხორციელდება ATACMS-ის რაკეტებით, რომელთა მოქმედების რადიუსიც 306 კილომეტრამდეა.