კრემლის რეაქცია ბაიდენის გადაწყვეტილებაზე

ბაიდენის გადაწყვეტილებას, რომლითაც უკრაინას აშშ-ის იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების შეზღუდვა მოუხსნა, კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და “თვისებრივად დაძაბულობის ახალი ფაზა“ უწოდა
პესკოვის კომენტარს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა TACC ავრცელებს.
თუ ასეთი გადაწყვეტილება ნამდვილად ჩამოყალიბდა და ეცნობა კიევის რეჟიმს, ეს თვისებრივად დაძაბულობის ახალი ფაზა და ახალი სიტუაციაა აშშ-ს მიერ ამ კონფლიქტში ჩართვის თვალსაზრისით" - თქვა პესკოვმა პრესბრიფინგზე.
ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ “ვაშინგტონის ადმინისტრაცია, რომელიც მალე ჩანაცვლდება, მიზნად ისახავს, ამგვარი ნაბიჯები გადადგას, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმა გააგრძელოს“.
თუმცა ცხადია, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაცია, რომელიც მალე ჩანაცვლდება, მიზნად ისახავს, რომ ამგვარი ნაბიჯები გადადგას, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმა გააგრძელოს და ამ კონფლიქტის გარშემო არსებული დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია მოახდინოს" - თქვა პესკოვმა.
The New York Times - ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას, აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი დისტანციის რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება მისცა. გამოცემა ოფიციალურ პირებს ეყრდნობა.
The New York Times-ის ცნობით, გრძელი რადიუსის იარაღი, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება რუსეთის და ჩრდილოეთი კორეის სამხედროების წინააღმდეგ, კურსკის ოლქში უკრაინის ძალების დაცვის მიზნით. ამასთან, კიდევ ერთი გავლენიანი გამოცემა “როიტერსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პირველი იერიში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სავარაუდოდ განხორციელდება ATACMS-ის რაკეტებით, რომელთა მოქმედების რადიუსიც 306 კილომეტრამდეა.