ნებართვა გაცემულია - უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკულ შეიარაღებას გამოიყენებს

ნებართვა გაცემულია. სამ-წლიანი ლოდინის შემდეგ, უკრაინამ მიიღო უფლება, ამერიკული შეიარაღება გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე. ეს არის რაკეტები, რომელსაც 300 კილომეტრიან დისტანციაზე შეუძლია მოქმედება.
ამერიკის გადაწყვეტილების შემდეგ, კრემლში განგაშის სიგნალი ჩართეს და ამბობენ, რომ ეს არის ნატოს წევრი ქვეყნების ომში ჩართვა. ბაიდენმა უკრაინაზე ნებართვა მას შემდეგ გასცა, რაც პუტინმა რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ჩაიყვანა. ამ ფონზე დაგეგმილია ლავროვის და ბაიდენის შეხვედრაც.