ტრამპი მასობრივი დეპორტაციისთვის სამხედროებს გამოიყენებს

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მასობრივი დეპორტაციისთვის სამხედროებს გამოიყენებს.
მანამდე, კონსერვატიული ორგანიზაციის, Judicial Watch-ის პრეზიდენტმა, ტომ ფიტონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "დონალდ ტრამპი მზადაა, ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და სამხედრო საშუალებები გამოიყენოს, რათა ბაიდენის შემოსევა მასობრივი დეპორტაციის პროგრამის საშუალებით შეაჩეროს".