განგაში რუსეთში - Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინამ 8 ATACMS-ის რაკეტა ისროლა

20.11.24 10:18
განგაში რუსეთში - Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინამ 8 ATACMS-ის რაკეტა ისროლა

განგაში რუსეთში - ბრიანსკის ოლქში, უკრაინულმა არმიამ შორსმსროლელი რაკეტებით ქალაქ კარაჩოვის მახლობლად მდებარე სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა.

ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ ექვსი რაკეტიდან 5 გაანეიტრალეს, ერთმა კი სამხედრო ობიექტი დააზიანა. ეს ამ შორსმსროლელი იარაღის გამოყენების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც უკრაინას ეს უფლება პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მისცა.