The Washington Post: ბაიდენი უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემას დათანხმდა
The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემას დათანხმდა, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საოკუპაციო არმიის შეკავებაში უნდა დაეხმაროს.
ამ ტიპის საბრძოლო მასალა დროთა განმავლობაში კარგავს ბატარეის მუხტს, რაც მის თვითგანადგურებას იწვევს და რაც ამცირებს საშიშროებას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. უკრაინა კი ვალდებულებას იღებს, რომ ნაღმებს არ განათავსებენ მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში.