მედია: უკრაინულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქში დრონების მწარმოებელ ქარხანას დაარტყეს
უკრაინულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქში მდებარე დრონების მწარმოებელ ქარხანას დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელზე, ანდრეი კოვალენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე, ანდრეი კოვალენკოს ცნობით, უკრაინულმა ძალებმა დრონების გამოყენებით ნოვგოროდის ოლქში რუსეთის შეიარაღებული ძალების იარაღის საწყობსაც დაარტყეს.
„ბელგოროდის ოლქში კომპანია EFKO-ს ქარხანაზე შეტევა განხორციელდა, რომელიც საჯაროდ საკვებ პროდუქტებს აწარმოებს, სინამდვილეში კი სატვირთო დრონებს ამზადებს, რომლებსაც რუსული არმია სამხედრო მიზნებისთვის იყვენებს“, - წერს კოვალენკო „ტელეგრამის“ არხზე.