ზელენსკი: პუტინი აშშ-ზე სუსტია, აშშ-ის პრეზიდენტს ძალა, უფლებამოსილება და იარაღი აქვს

20.11.24 12:49
ზელენსკი: პუტინი აშშ-ზე სუსტია, აშშ-ის პრეზიდენტს ძალა, უფლებამოსილება და იარაღი აქვს

პუტინი აშშ-ზე სუსტია, აშშ-ის პრეზიდენტს ძალა, უფლებამოსილება და იარაღი აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი ის, ვისაც ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "ეს პუტინზეა დამოკიდებული, მაგრამ ბევრად უფრო მეტად ეს ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული".

პუტინი უფრო სუსტია, ვიდრე აშშ. აშშ-ის პრეზიდენტს ძალა, უფლებამოსილება და იარაღი აქვს და შეუძლია ენერგორესურსების ფასი შეამციროს. მედიაში პრეზიდენტ ტრამპისგან მოვისმინე, რომ ენერგორესურსებზე, ნავთობზე ფასების შემცირებას ფიქრობს და ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დაფინანსების შესაძლო შემცირების შესახებაც ისაუბრა.

„თუ შეამცირებენ, ვფიქრობ, დავმარცხდებით. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. ჩვენ საკუთარი წარმოება გვაქვს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები