აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

20.11.24 19:21
აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო  დახმარების პაკეტს გადასცემს - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, დახმარების პაკეტი საბრძოლო მასალას HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, საბრძოლო მასალას ნაღმმტყორცნებისთვის, დრონებს, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტებს, Javelin და AT-4 სისტემებს, ცეცხლსასროლ იარაღსა და ასაფეთქებელ აღჭურვილობასა მოიცავს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო დახმარების ეს პაკეტი უკრაინას Presidential Drawdown Authority-ის (PDA) ფარგლებში გადაეცემა. 

მსგავსი სიახლეები