ამერიკა უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

21.11.24 10:44
ამერიკა უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

ამერიკა უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს - ამის შესახებ 20 ნოემბერს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა  განაცხადა.

ამავე განცხადების თანახმად, შტატებიდან უკრაინაში გაიგზავნება HIMARS-ის სისტემისთვის საჭირო საბრძოლო მასალები, საარტილერიო ჭურვები, დრონები და ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტები.

  • სამხედრო დახმარების ახალ პაკეტშია მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ის საბრძოლო მასალები, 155 და 105-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები, F-16 ტიპის გამანადგურებლებისთვის საჭირო ელექტრომოწყობილობები, საბრძოლო მასალები ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისთვის TOW, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები Javelin და AT-4, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვა საბრძოლო საშუალებები.

ეს ყველაფერი არ არის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე აპირებს დახარჯოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად უკვე გამოყოფილი შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი. 

მსგავსი სიახლეები