პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთმა დნიპროში უახლესი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

22.11.24 10:29
პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთმა დნიპროში უახლესი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთმა დნიპროში უახლესი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ომის სამხედრო დამნაშავედ გამოცხადებული პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს იყო მოსკოვის პასუხი უკრაინისთვის რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე ამერიკული ATACMS ტიპის რაკეტების გამოყენებაზე.

21 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე კომბინირებული იერიში მიიტანეს. საბრძოლო მოქმედებების დროს ასევე გამოცადეს ერთ-ერთი უახლესი რუსული საშუალო მანძილის სარაკეტო სისტემა. ამ შემთხვევაში, ბალისტიკური რაკეტა არაბირთვული ჰიპერბგერითი ქობინით, - თქვა პუტინმა მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები