ამერიკამ "გაზპრომბანკის" წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ამერიკამ გაზპრომბანკის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. რუსული ბანკისთვის არსებობს გენერალური ლიცენზია, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთის დიპლომატიურ ინსტიტუტებს ბანკის მონაწილეობით საზღვარგარეთ განახორციელონ ოპერაციები. გაზპრომბანკის წინააღმდეგ სანქციებმა შეიძლება მისი SWIFT-დან გათიშვა გამოიწვიოს.
შტატების მიერ გამოქვეყნებულ ახალ შავ სიაში დამატებით ათამდე რუსული ბანკია შეყვანილი. ვაშინგტონი იტყობინება, რომ რუსეთის ხელისუფლება აღნიშნულ ბანკებს სამხედრო ტექნიკის შესაძენად იყენებს. ასევე სწორედ ამ ბანკების დახმარებით იღებენ რუსი სამხედროები ხელფასებსაც.