რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა - შოლცი

"რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა" - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
BBC-ის ცნობით, შოლცმა თქვა, რომ სიტუაციის ბოლოდროინდელი ესკალაცია აჩვენებს, თუ რამდენად სახიფათოა რუსეთ-უკრაინის ომი.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის მხარდამჭერია, თუმცა მათ Taurus-ის ფრთოსან რაკეტებს არ გაუგზავნის.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა21 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ დნიპროზე იერიში ახალი რუსული საშუალო მანძილზე მოქმედი ორეშნიკის ბალისტიკური რაკეტით მიიტანა.