ტრამპმა ხაზინის მინისტრის თანამდებობაზე სკოტ ბესენტი დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ხაზინის მინისტრის თანამდებობაზე მილიარდერი ინვესტორი, სკოტ ბესენტი დაასახელა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ბესენტი სწორედ ის ადამიანია, რომელიც ამერიკას "ძველ სიმდიდრეს დაუბრუნებს".
სკოტი მხარს დაუჭერს ჩემს რეფორმებს, რაც აშშ-ს კონკურენტუნარიანობას გაზრდის და არასამართლიან სავაჭრო დისბალანსს შეაჩერებს. იგი იმუშავებს, რომ შექმნას ეკონომიკა, რომელიც ზრდას წინა პლანზე დააყენებს, განსაკუთრებით, ჩვენი სამომავლო მსოფლიო ენერგეტიკის დომინირების გზით". - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, სკოტ ბესენტი ჯორჯ სოროსის Soros Fund Management-ში მთავარი საინვესტიციო ოფიცერი იყო და მილიარდერის პორტფოლიოს განაგებდა. ამ პოზიციაზე ბესენტი 2011-2015 წლებში მუშაობდა.