ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას განიხილავს - Reuters

23.11.24 14:17
ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას განიხილავს - Reuters

Reuters ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი განიხილავს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს. 

გამოცემის ცნობით, აღნიშნული თანამდებობაზე ტრამპი დაზვერვის ყოფილ უფროსს, რიჩარდ გრენელს განიხილავს. 

Reuters-ი აღნიშნავს, რომ არ არსებობს გარანტია, რომ გრენელი შეთავაზებას მიიღებს, ამიტომ სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე შესაძლოა, სხვა კანდიდატიც იქნას განხილული. 

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა პირობა დადო, რომ უკრაინაში კონფლიქტს მალე დაასრულებდა, თუმცა არ უთქვამს, როგორ აპირებდა ამას.