მარკ რუტე დონალდ ტრამპს შეხვდა

23.11.24 14:58
მარკ რუტე დონალდ ტრამპს შეხვდა

NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.

როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური იტყობინება, მხარეებს შორის აუდიენცია ფლორიდაში შედგა, სადაც NATO-ს წინაშე არსებული გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

ამასთან, მარკ რუტე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე წარდგენილ კონგრესმენ, მაიკ უოლცსა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები