რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა
Reuters-ის ინფორმაციით, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა.
ხმების 99,9%-ის დათვლის შემდეგ, 62 წლის კალინ ჯორჯესკუმ ამომრჩეველთა ხმების 22.9% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიციური პარტიის "კავშირი რუმინეთის ხსნისთვის" ლიდერი, ელენა ლასკონი გავიდა, რომელმაც ხმათა 19.16% დააგროვა.