რუსეთის ''ჩრდილოვანი ფლოტის'' 30 ნავთობტანკერს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა

25.11.24 19:41
რუსეთის ''ჩრდილოვანი ფლოტის'' 30 ნავთობტანკერს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა

რუსეთის ''ჩრდილოვანი ფლოტის'' 30 ნავთობტანკერს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 30 ხომალდს, რომლებიც მხოლოდ გასული წლის განმავლობაში მილიარდობით ფუნტის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, დღეს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციები დაუწესდათ'', -  წერია განცხადებაში. 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღეს ინგლისმა აღნიშნული ტიპის ''ყველაზე დიდი სანქციების პაკეტი“ გამოაცხადა.

რუსული ნავთობიდან მიღებული შემოსავალი უკრაინაში ომისა და ნგრევის ცეცხლს აძლიერებს“, -  განაცხადა დევიდ ლემიმ.

მსგავსი სიახლეები