გერმანიის ''სოციალურ-დემოკრატიულმა'' პარტიამ კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი წარადგინა
გერმანიის ''სოციალურ-დემოკრატიულმა'' პარტიამ კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი ოფიციალურად წარადგინა.
პარტიის კანცლერობის ერთ-ერთ კანდიდატურად თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი განიხილებოდა, თუმცა გასულ კვირას პისტორიუსმა განაცხადა, რომ კანცლერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ გეგმავს. მან მხარდაჭერა მოქმედ კანცლერს, ოლაფ შოლცს გამოუცხადა.
ცნობისთვის, გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს უნდა გაიმართოს.