ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახილველად ისრაელის უშიშროების კაბინეტი ხვალ შეიკრიბება - მედია

25.11.24 20:37
ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახილველად ისრაელის უშიშროების კაბინეტი ხვალ შეიკრიბება - მედია

ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახილველად ისრაელის უშიშროების კაბინეტი ხვალ, 26 ნოემბერს შეიკრიბება - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემა ისრაელელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის უშიშროების კაბინეტის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დამტკიცების შემდეგ, შესაძლოა, შეთანხმება ძალაში რამდენიმე დღეში შევიდეს.