ბრაზილიაში ავტობუსი კლდიდან გადავარდა - დაიღუპა 17 ადამიანი

25.11.24 23:42
ბრაზილიაში ავტობუსი კლდიდან გადავარდა - დაიღუპა 17 ადამიანი

ბრაზილიაში ავტობუსი კლდიდან გადავარდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ლაგოასის შტატის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შტატის გუბერნატორის, პაოლო დანტასის განცხადებით, შემთხვევის შემდეგ 29 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ კი შტატის ხელისუფლების დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა.