ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ ბაიდენი და მაკრონი გამოაცხადებენ - მედია

ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოაცხადებენ.
Reuters ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, სავარაუდოდ, მომდევნო 36 საათის განმავლობაში განაცხადებენ.
ცნობისთვის, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახილველად ისრაელის უშიშროების კაბინეტი ხვალ, 26 ნოემბერს შეიკრიბება.