ჯო ბაიდენი და ჯილ ბაიდენი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან
თეთრი სახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან.
პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ დაესწრება იმის ინაუგურაციას, ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს. ის და პირველი ლედი აპირებენ შეასრულონ ეს დაპირება და დაესწრონ ინაუგურაციას", - თქვა ენდრიუ ბეიტსმა, თეთრი სახლის პრესმდივნის უფროსმა მოადგილემ.
ცნობისთვის, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა ლიდერმა, დონალდ ტრამპმა 6 ნოემბერს გაიმარჯვა. ტრამპა არჩევნებში "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა.