აშშ-ში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა ორ საქმეზე შეწყდა
ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 2 საქმეზე შეწყდა - CNN წერს, რომ გადაწყვეტილება ვაშინგტონში კოლუმბიის ოლქის სასამართლომ 25 ნოემბერს მიიღო.
გადაწყვეტილებით ტრამპის წინააღმდეგ აღძრული საქმე, რომელიც არჩევნებში ჩარევას უკავშირდებოდა, სპეციალური პროკურორის, ჯეს სმიტის მიმართვის საფუძველზე დაიხურა. ჯეკ სმიტმა გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ მართალია, ბრალდების პოზიცია არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა გარემოებები და იუსტიციის სამინისტროს პოზიციაა, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, საქმე უნდა დაიხუროს, სანამ ტრამპი ოფიციალურად დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას.