რუსებმა დონეცკში 5 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს
პოკროვსკის მიმართულებით, რუსმა სამხედროებმა 5 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს. ინფორმაციას დონეცკის პროკურატორა ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ პეტროვკაზე იერიში მიიტანეს. შეტევის შედეგად ხუთმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ პოზიციები დატოვეს და თავი მიტოვებულ სახლს შეაფარეს, რომელსაც რუსებმა ალყა შემოარტყეს და უკრაინელები ტყვედ აიყვანეს. ამის შემდეგ მათ უიარაღო ტყვეებს მიწაზე დაწოლა აიძულეს და დახვრიტეს.
ვმუშაობთ მონაწილეების იდენტიფიცირებაზე. ტყვეების დახვრეტა ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა და კვალიფიცირდება, როგორც საერთაშორისო დანაშაული",– წერს პროკურატურა.
წინასწარი გამოძიება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიმდინარეობს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფრონტზე გახშირდა რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ტყვეების დახვრეტის ფაქტები.