ისრაელი და ჰეზბოლა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - ბაიდენი

27.11.24 10:28
ისრაელი და ჰეზბოლა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - ბაიდენი

ისრაელი და ჰეზბოლა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა. 

დღეს ახლო აღმოსავლეთიდან კარგი ამბავი მაქვს. ვესაუბრე ლიბანისა და ისრაელის პრემიერებს და მოხარული ვარ, რომ მათ მიიღეს შეერთებული შტატების წინადადება, დაასრულონ დესტრუქციული კონფლიქტი ისრაელსა და ჰეზბოლას შორის, - დაწერა ბაიდენმა პლატფორმა X-ზე. 

თეთრ სახლში გამოსვლისას პრეზიდენტმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევა ადგილობრივი დროით 4:00 საათზე, იუწყება CNN-ი. 

მომდევნო 60 დღის განმავლობაში ისრაელი თანდათან გაიყვანს დარჩენილ ძალებს და სამოქალაქო პირებს - მალე ორივე მხარის მშვიდობიანი მოქალაქეები შეძლებენ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ თემებში და დაიწყებენ თავიანთი სახლების აღდგენა, - წერს გამოცემა.