ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

27.11.24 16:25
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ევროპარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარებმა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის 26 კომისრისგან შემდგარი გუნდი დაამტკიცეს. შემადგენლობას მხარი 370-მა დეპუტატმა დაუჭირა, 282 წინააღმდეგი იყო, ხოლო 36-მა თავი შეიკავა. 

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ჟოზეფ ბორელს შეცვლის და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გახდება. ევროკომისიაში თავდაცვისა და თავდაცვითი მრეწველობის კომისრის თანამდებობას ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსმი დაიკავებს. 

ევროკომისიის პრეზიდენტის მოადგილე იქნება იტალიის წარმომადგენელი რაფაელ ფიტო. იგი, ასევე, რეგიონული დაფინანსებისა და რეფორმების კომისრის თანამდებობას დაიკავებს.

ევროკომისიის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან დაიწყებს.