EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტში ჩინური კომპანიები და ჩრდილოკორეელი სამხედროები შეიყვანა
ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღდეგ ცნობილი გახდა - გამოცემა Reuters იტყობინება, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შავ სიაში ჩინური კომპანიები მოხვდნენ, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ.
გამოცემის ცნობით, ასევე დასანქცირდნენ ჩრდილოკორეელი სამხედროები და მსხვილი რუსული დეველოპერული კომპანია "პიკი".
სანქციების წინასწარ სიაში შევიდნენ ასევე მომღერალი ლარისა დოლინა, რუსი სამხედრო მოსამსახურეები, გაზპრომის თანამშრომლები, ჩინელი ბიზნესმენები, ჩრდილოეთ კორეის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე და თავდაცვის მინისტრი.