გამთენიისას ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს
რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა. დილიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
უკრაინული გამოცემის ცნობით, დილით ოკუპანტებმა უკრაინაზე დარტყმები Tu-95MS ტიპის 7 სტრატეგიული ბომბდამშენით მიიტანეს, შავი ზღვიდან კი „კალიბრები“ გაუშვეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აფეთქებების ხმები ისმის. ცალკეულ რეგიონებში გაითიშა ელექტროენერგია.
ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი იუწყება, რომ მტერმა ხარკოვზე სამი დარტყმა განახორციელა. შედეგები, ჯერჯერობით, უცნობია.