ტრამპის გეგმა "ბ" უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაორმაგებას ითვალისწინებს - კონგრესმენი

08.12.24 10:50
ტრამპის გეგმა "ბ" უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაორმაგებას ითვალისწინებს - კონგრესმენი

 

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მიზნით. ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა დონ ბეკონმა არხ 24-ის კომენტარში ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ ომს უკრაინისთვის სარგებელი არ მოაქვს, ამიტომ შეერთებულმა შტატებმა უნდა დააჩქაროს და გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. უფრო მეტიც, თუ რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინი ომის დასრულებას სერიოზულად არ აპირებს, ტრამპი გააორმაგებს იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის, გააორმაგებს ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და შეეცდება, კრემლის ვაჭრობა შეაჩეროს.


 

თუ შეერთებულ შტატები შეძლებს, გაზარდოს ბუნებრივი აირის მოპოვება და შეამციროს გაზის ფასი, ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე, რუბლი უკვე ეცემა, რუსეთის ეკონომიკა კოლაფსის პირასაა და შეერთებულმა შტატებმა მას ვაჭრობის შეჩერება უნდა აიძულოს,- აღნიშნა ამერიკელმა პარლამენტარმა.