რუსული მედია: ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში ჩამოვიდა

08.12.24 23:43
რუსული მედია:  ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში ჩამოვიდა

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ბაშარ ალ-ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში ჩავიდა.

"ასადი ოჯახის წევრებთან ერთად მოსკოვში ჩამოვიდა. რუსეთმა, ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე, მას თავშესაფარი მიანიჭა." -  ციტირებს ТАСС წყაროს. 

სირიის არმიის სარდლობამ ოფიცრებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შესახებ აცნობა. ამის შესახებ Reuters-ი სირიელ ოფიცერზე დაყრდნობით იტყობინება.

მისი თქმით, ასადმა დამასკო დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. აჯანყებულები აცხადებენ, რომ ისინი დედაქალაქში ჯარის წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ.

მსგავსი სიახლეები