"90-იანებიც კი არ იყო ასეთი მწარე, როგორიც ახლა" - ემიგრანტების აქცია პარიზში

09.12.24 11:52
"90-იანებიც კი არ იყო ასეთი მწარე, როგორიც ახლა" - ემიგრანტების აქცია პარიზში

ივანიშვილის თვითგამოცხადებული ხელისუფლების წინააღმდეგ აქცია იყო საფრანგეთშიც. პარიზში ემიგრანტები პანთეონის მოედანზე შეიკრიბნენ და რეჟიმის პოლიციის მიერ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება მოითხოვეს. ქუჩაში ის ადამიანები გამოვიდნენ, რომელთა ოჯახის წევრები 11 დღეა რუსთაველზე პარლამენტის წინ ქვეყნის ევროპულ მომავალს ფიზიკურად იცავენ.

მე წამართვეს ახალგაზრდობა, მე წამართვეს სტუდენტობა, წამართვეს მომავალი იმ 90-იანებმა, მაგრამ ის 90-იანებიც კი არ იყო ასეთი მწარე, როგორიც ახლა. ახლა დამოუკიდებლობა გვაქვს კიდევ შესანარჩუნებელი 21 საუკუნეში, ხალხო! რისთვისაც ვიბრძოდით 35 წელი, რისთვისაც დაიღუპა უამრავი ჩვენი ქართველი, რისთვისაც ჩახოცეს ბიჭები აფხაზეთში, ოსეთში, ამდენი გმირი გვყავს, თურმე ეს არაფერია, - ამბობს ემიგრანტი.