სირიის პრემიერმინისტრის მოვალეობას 1-ელ მარტამდე მოჰამედ ალ-ბაშირი შეასრულებს
სირიის დროებითი მთავრობის მეთაურად მოჰამედ ალ-ბაშირი დაინიშნა. ალ-ბაშირი სირიის პრემიერმინისტრის მოვალეობას 2025 წლის 1-ელ მარტამდე შეასრულებს.
მოჰამედ ალ-ბაშირი აქამდე, 2024 წლის იანვრიდან მეთაური იყო 2017 წელს ისლამისტური კოალიცია ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის დაფუძნებული სირიის გადარჩენის მთავრობისა, რომელიც სირიის დე ფაქტო, ალტერნატიული მთავრობაა.
9 დეკემბერს გამოცემა Al Jazeera-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოჰამედ ალ-ბაშირი სირიის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას აპირებდა. სირიის გაქცეული პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის პრემიერმინისტრი, მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალი ამ წინადადებას დათანხმდა და განაცხადა, რომ ძალაუფლებას იდლიბში დაფუძნებულ სირიის გადარჩენის მთავრობას გადააბარებდა.