გერმანიის პარლამენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

16.12.24 21:54
გერმანიის პარლამენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

გერმანიის პარლამენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბუნდესტაგში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 394-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 207-მა შოლცის მთავრობას ნდობა გამოუცხადა, ხოლო 116-მა თავი შეიკავა.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ახლა პარლამენტის დათხოვნის მიზნით გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს უნდა მიმართოს.

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები