უკრაინის სახელმწიფო რეესტრის სისტემა რუსი ჰაკერების მასშტაბურ კიბერშეტევის სამიზნე გახდა - მედია

უკრაინული მედია წერს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფო რეესტრის სისტემა ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის სამიზნე გახდა - რუსი ჰაკერების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, შეჩერებულია იუსტიციის სამინისტროს ძირითადი სისტემების მუშაობა.
მედია უკრაინის ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრი ოლგა სტეფანიშინას განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ "ჰაკერებმა ყველა მონაცემი გაანადგურეს, რომელზეც მათ წვდომა ჰქონდათ, მათ შორის, სარეზერვო ასლები პოლონეთის სერვერებზე".
ახლა სპეციალისტებთან ერთად, კოორდინაციას ვუწევთ მუშაობას კიბერშეტევასთან დასაპირისპირებლად და სისტემების აღსადგენად. უკვე ნათელია, რომ თავდასხმა განხორციელდა რუსების მიერ, რათა ხელი შეეშალათ სახელმწიფოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ოპერირებისთვის" - განაცხადა უკრაინის ვიცეპრემიერმა.