რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს

20.12.24 10:34
რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს

რუსმა საოკუპაციო ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს - უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების შედეგად, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

მიტანილი იერიშის შედეგად,  2 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟებმა საავადმყოფიში გადაიყვანეს. 

მტრის თავდასხმის შედეგად ნამსხვრევები ჩამოვარდა ჰოლოსევსკის, სოლომენსკის, შევჩენკოვს და დნიპროს რაიონებში. ხანძარია - შენობების სახურავებზე და იწვის მანქანები. ჰოლოსევსკის რაიონში დაზიანდა გათბობის მაგისტრალი“ - განაცხადა კლიჩკომ.