რამდენიმე დაღუპული და 80-მდე დაშავებული - გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა
გერმანიაში, ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე, მანქანა ხალხში შევარდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
გამოცემა The Guardian-ი გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ზე დაყრდნობით წერს, რომ მანქანის მძღოლი იდენტიფიცირებულია, როგორც საუდის არაბეთის მოქალაქე, რომელმაც მანქანა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე იქირავა.
მანქანის მძღოლი პოლიციამ მალევე დააკავა.
შემთხვევას გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.
„ჩემი ფიქრები დაღუპულთან და მათ ახლობლებთან არის. ჩვენ მათ და ყველა მაგდებურგელის ვერდით ვდგავართ“, – ამბობს შოლცი.