ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს - მედია

21.12.24 14:02
ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს - მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. 

ამასთან, ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი ნატოს მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდას სთხოვს, თუმცა გამოცემის ცნობით, ტრამპი თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 3,5%-მდე გაზრდასაც დათანხმდება.